ე.წ. ოდეერების სისტემის გაუქმებას ითხოვს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".
"ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვის - ე.წ. ოდეერების მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში 12 ივნისს იმსჯელა.