19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
გული მწყდება ჩემს კოლეგებზე - ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო საზოგადოების პასიურობით გაკვრივებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის გაკვირვებულია იმით, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო საზოგადოება არ არის წინა ხაზზე. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"უკეთესად გვჭირდება ეს კომუნიკაცია და მეტი დრო უნდა დავუთმოთ მოსახლეობასთან საუბარს. მაგრამ, მეორე მხრივ, გული მწყდება ჩემს კოლეგებზე, სამედიცინო თემის წარმომადგენელი ვარ და სამედიცინო საზოგადოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში სამედიცინო საზოგადოება ტონს აძლევდა ქვეყანაში ბევრ რამეს და ახლა ცოტა გაკვირვებული ვარ, სამედიცინო საზოგადოება ახლა არ აძლევს ტონს და მე ხშირად მოვუწოდე ჩემს კოლეგებს ამისკენ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი და ვიყოთ პირველები, ისევე როგორც პირველები ვიყავით როცა იყო 9 აპრილი, აფხაზეთი, ცხინვალის კონფლიქტი, ყოველთვის სამედიცინო საზოგადოება იდგა წინა ხაზზე და დღესაც ომია, უნდა გავითავისოთ ეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები