დღეს ხარებაა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე ხარების ეკლესიაში აღავლენს.
მორწმუნეებისთვის დღევანდელი დღე ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს წმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.