20 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
biletebi.ge კვლავ არ მუშაობს - ადმინისტრაციის თანამშრომლები მედიასთან არ საუბრობენ

biletebi.ge-ს ვებგვერდი არ მუშაობს ადმინისტრაციის თანამშრომლების ტელეფონები კი ამ დროისთვის გათიშულია. "რუსთავი 2"-მა ქართული ინტერნეტ მაღაზიის თანამშრომლებთან დაკავშირება სცადა თუმცა უშედეგოდ. 

საიტის ადმინისტრაციამ დღეს დილით ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბილეთების გაყიდვა 13:00 საათზე დაიწყებოდა თუმცა შემდეგ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილი წაშალა. 

ამ ეტაპზე კი მათთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება. 

გუშინ საღამოს ქართული ინტერნეტმაღაზია biletebi.ge-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დამატებით ტექნიკას ამონტაჟებდნენ და ვებგვერდის ასამუშავებლად დროს ითხოვდნენ. 

ამ დრომდე უცნობია, როდის ამუშავდება ვებგვერდი და დაიწყება UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა. 

biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი ამ დროისთვის ფეხბურთის ფედერაციაში იმყოფება და ზვიად სიჭინავასთან მართავს შეხვედრას. როგორც ცნობილია ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა და რა ფორმით. 

ინტერნეტმაღაზიის ტექნიკურმა დირექტორმა კომენტარი ჟუნრალისტებთან არ გააკეთა. ზვიად სიჭინავამ კი აღნიშნა, რომ უახლოეს საათნახევარში UEFA-სთან გაიმართება კონსულტაციები და გადაწყვეტილებას მიიღებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები