19 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებით შესამჩნევია სხვდასხვა პრორუსული მედიასაშუალებების გააქტიურება" -DRI

როგორ გამოიყენეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლება სხვადასხვა მედია საშუალებებმა რეგიონში ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობისთვის? ახალ საინფორმაციო ომთან დაკავშირებით ინფორმაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" პროექტ "თანაარსებობის” ფარგლებში მოიძია.

თებერვალ-მარტში გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების შესწავლისას DRI-ის მტკიცებით, ა აშკარა რუსული კვალი გამოიკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას სამ ძირითად მიმართულებაზე ამახვილებს - საუბარია ანტიაზერბაიჯანულარმენოფობიურ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელიც რეგიონში სწორედ ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად გააქტიურდა.

"ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებით შესამჩნევია სხვდასხვა პრორუსული მედიასაშუალებების გააქტიურება, რომლებიც აქტიურად ტირაჟირებენ როგორც ანტიაზერბაიჯანულ ასევე არმენოფობიურ გზავნილებს. ბოლო პერიოდში შესამჩნევია ასევე ანტიდასავლურ ჭრილში ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა. მთელი რიგი მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ყალბ კონტენტს და ყალბ გზავნილებს, რომ თითქოს ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ადგილი აქვს რაიმე ტიპის დაპირისპირებას, რაც როგორც ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე რომ არის სიცრუე და დეზინფორმაცია,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მკვლევარი, ქეთი მურღულია.

დღის ამბები