თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ოფიციალურ წერილში პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის.
"პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებას და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას. მსურს, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.