სოფელ ნასამხრალში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თელავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღოჩნდა, რომ მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.