20 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
„ახლა გვყავს 10 პინგვინი 17-დან," - მზია შარაშენიძე

სტიქიისგან გადარჩენილი პინგვინი ზოოპარკში ვოლიერშია გადაყვანილი. პინგვინი მაშველებმა და სამხედროებმა გაწმენდითი სამუშაოების დროს ნახეს.

ამ დროისთვის ზოოპარკის ადმინისტრაცია გადარჩენილი ცხოველების აღრიცხვას ახდენს და ინფორმაციას დღის ბოლომდე გაახმაურებენ.

„ახლა გვყავს 10 პინგვინი 17-დან, მტაცებლების ვოლიერების მიმდებარე ტეროტორიაზე სამუშაოების დროს, მაშველებმა ის აღმოაჩინეს იქვე მდებარე ფერდობზე, როგორც ჩანს იქ იყო დამალული პინგვინი. კარგ მდგომარეობაშია, სუფთაა, და ახლა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,“ - განაცხადა ზოოპარკის პრეს-სამსახურის უფროსმა მზია შარაშენიძემ.

მისივე თქმით, დღის ბოლოს, თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდება იმ ცხოველების სია, რომლებიც თბილისის ზოოპარკში სტიქიამდე იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები