20 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურები ვალდებულები არიან ის აღადგინონ,“ - დავით ნარმანია საკანალიზაციო კოლექტორზე

„თბილისის მერიის მხრიდან რაიმე სახის მითითებას ადგილი არ ქონია, შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურები ვალდებულები არიან ის აღადგინონ,“ - ასე გამოხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მდინარე „ვერეში“ საკანალიზაციო კოლექტორის ჩაშვებას.

მისი განმარტებით, საკანალიზაციო ქსელის, ისევე როგორც წყალსადენის აღდგენაზე ვალდებულია კერძო კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საგამოძიებო გადაცემის მიერ მომზადებული ფილმიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა „ვერემ“ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნაკადებმა ჟონვა დაიწყო,
კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვიტა კანალიზაციის კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა, სადაც მოხალისეები გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდნენ. თუმცა მოხალისეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ამ ფაქტს წყლის კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამის შესახებ მერიასთან და საგანგებო შტაბთან შეთანხმებულები იყვნენ, შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები