03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
თბილისში რეტრო მანქანების მუზეუმი გაიხსნა

"თბილისობა – 2014" ის ფარგლებში  აფრიკის დასახლებაში რეტრო ავტომობილების მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც გასული საუკუნის 20-მდე მანქანაა წარმოდგენილი.

წითელი ლენტი სიმბოლურად თბილისის მერმა გადაჭრა. იმ ქუჩას კი, სადაც მუზეუმი მდებარეობს ავტო-მუზეუმის ქუჩა ეწოდა.

მანქანებს, კერძო კოლექციონერი გიორგი მამულაშვილი 17 წლის განმავლობაში აგროვებდა. მუზეუმის გახსნა კი მერიის დახმარებით მოხერხდა. მუზეუმის დირექტორმა დავით ნარმანიას საპატიო მცველის სიგელი გადასცა.

რეტრო მანქანების ნახვა თბილისელებს დღეს ძველი თბილისის ტერიტორიაზეც შეეძლებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები