თურქმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე ქართველები დააკავეს. მათ რადიაციული ნივთიერება საქართველოდან თურქეთში გადაჰქონდათ. რა დანიშნულება ჰქონდა ნივთიერებას უცნობია.
თურქული მედიის ცნობით, საუბარი არის 236 გრამ ცეზიუმზე და 50 გრამ წითელ ვერცხლის წყალზე. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, ნივთიერება რომელიც ქართველებს გადაჰქონდათ, ცეზიუმ 137-ია, რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ, თუმცა ამის გამოყენება ტერორისტებსაც შეუძლიათ. ამ ნივთიერებით, როგორც ცნობილია, ატმოსფეროს დაბინძურება მარტივად არის შესაძლებელი.
"ცეზიუმზე დაინტერესება არის როგორც სამკურნალო თვალსაზრისით. ამავე ნივთიერებას იყენებენ ტერორისტებიც. ცეზიუმ 137 არის ატმოსფეროს დიდი დამბიძურებელი. ამას საქართველოში ვერ აწარმოებ. შეიძლება ეს იყოს სსრკ-ს დროინდელი, შესაძლოა მაშინ შემოიტანეს. 20-30 ასეთი ამპულა მაქვს მე პირადად ჩემი თვალით ნანახი," - აცხადებს გიზიკოსი ნუგზარ გუბაძე.