19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა - 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.

დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა - ქალები. მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დღის ამბები