20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ერევანში აქცია რამდენიმე საათში კვლავ გაიმართება

მძიმე ღამის შემდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციისთვის კვლავ ემზადებიან. სომხეთის დროით 18:00 საათზე ერევანის ოპერისა და ბალეტის თეატრთან აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან. მათი მოთხოვნები, ამჯერად, არა მხოლოდ ელექტრო ენერგიის ტარიფის კლება იქნება, როგორც წინასწარ არის ცნობილი აქციაზე ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ. 

რაც შეეხება, უკვე დარბეულ აქციას. შედეგები მძიმეა დაშავებულია 30 მდე ადამიანი მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ ნაწილთან ადვოკატებს არ უშვებენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდენებ აქციის მონაწილეებს მშვიდი აქცია გამართონ წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დაშლაზე საუბრობენ.

დღის ამბები