19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
გთხოვთ, ყველამ ერთად სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცეთ ამ დღეს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცენ 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. 

"9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება. ამიტომ გთხოვთ, ყველამ ერთად, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცეთ ამ დღეს,"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები