მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ მისივე ინიციატივით დაორგანიზებულ შეკრებაზე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება.
"ყველა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე, სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან," - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
შეკრების მონაწილეები ამ წუთებში საპატრიარქოსკენ მსვლელობით მიემართებიან.