20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
biletebi.ge - ფინანსურ ზარალზე საუბრობს და მომხმარებელს ბოდიშს უხდის

biletebi.ge ფინანსურ ზარალზე საუბრობს და მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

განცხადება ამის შესახებ რუსთავი2-თან საუბრის დროს ქართული ინტერნეტმაღაზიის ტექნიკურმა დირექტორმა გააკეთა. 

გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, თანხა, რომელზეც საუბარი იყო, რომ ქართულმა ინტერნეტმაღაზიამ UEFA-გან მიიღო, არასწორია.

ვებგვერდის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ეს იყო საკომისიო შესრულებული სამუშაოსი და ინტერნეტმაღაზია ამ თანხას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ის ამ სამუშაოს შეასრულებდა. 

biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, მათ დამატებითი სანქციები არ დაეკისრებათ, თუმცა ფინანსურად მაინც დაზარალდნენ.

"ჩვენ მთელი რიგი ტექნიკური სამუშაოები გავწიეთ, ასევე დავიწყეთ ბილეთების ბეჭდვა, შესაბამისად ეს უკვე ზარალია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ჩვენი სამუშაოს შესრულება ვერ მოვახერხეთ, შესაბამისად თანხასაც ვერ მივიღებთ," - აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი. 

ქართული ინტერნეტმაღაზიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებსაც თანხა დაებლოკათ, ხოლო ბილეთი ვერ შეიძინეს, ბლოკი მოეხსნებათ და კუთვნილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. 

ვებგვერდის წარმომადგენელი რუსთავი2-თან საუბრის დროს აცხადებს, რომ biletebi.ge სუპერთასის ბილეთებს აღარ გაყიდის. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები UEFA-თან და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

"მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ, როგორც კი კონკრეტული პასუხი იქნება, მედიაში გავავრცელებთ ინფორმაციას," - განაცხადა  გიორგი ჩხიკვიშვილმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები