საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით მოხდა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით - ე.წ. "ბოტებითა" და "ტროლებით", ანუ არარსებული Facebook პროფილებით მანიპულირება; უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა".
აქვე, აღნიშნულია, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით 500 ყალბი, ინდური წარმომავლობის ე.წ პროფილი გამოიკვეთა.