19 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისიდან დაიწყება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება. 

"ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იზრდება. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, გაუარესებულია და რთულდება. დღესდღეობით გვაქვს ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს მასობრივი გავრცელება. საჭიროა, ქვეყანაში 3-დან 4000-მდე ადამიანი აიცრას. ქვეყანაში მასობრივი აცრები დიდი ალბათობით ივლისიდან დაიწყება," - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები