03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ელტონ ჯონი შიდსთან ბრძოლის კამპანიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

შიდსთან ბრძოლის კამპანიაში შეტანილი წვლილისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ ელტონ ჯონი დააჯილდოვა.

ცერემონია, რომელზეც ბრიტანელი მუსიკოსი თავის პარტნიორთან ერთად იმყოფებოდა, ვაშინგტონში გაიმართა. მათ ჯილდო ატლანტის ყოფილმა მერმა ენდრიუ იანგმა გადასცა.

ცერემონიაზე სიტყვით თავად ელტონ ჯონიც გამოვიდა და მსოფლიო მოსახლეობას შიდსის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა. ამ მიზნით მომღერლის მიერ დაარსებულმა ფონდმა 300 ათასზე მეტი დოლარიც გამოყო. 

დღის ამბები