გადაწყდება, თუ არა პოლიტიკური უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 საათზეა ჩანიშნული.
დღეს სასამართლო სავარაუდოდ მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავს. სხდომაზე ბრალდებულის დასწრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.
"მხარეების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს განიხილავს სასამართლო. ჩვენ უკვე წარვადგინეთ წინასასამართლო პროცესი ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. 17 აპრილამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. მოსამართლე ამ პროცესზე განიხილავს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული პატიმრობის განგრძობადობის საკითხს.
რაც შეეხება ჩვენს მოლოდინს, ძალიან გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, თუმცა დიდი იმედი იმისა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით იქნება მიღებული გონივრული გადაწყვეტილება და იგი გათავისუფლდება პატიმრობიდან - არ გვაქვს, ვინაიდან ეს არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილება," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.
"ნაცმოძრაობის" ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.