19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
14 აპრილი დედაენის დღეა - 1978 წლის მოვლენებიდან 43 წელი გავიდა

14 აპრილი დედაენის დღეა. ზუსტად 43 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლების დადგენილების გასაპროტესტებლად ქუჩაში ასი ათასი ადამიანი გამოვიდა. გადაწყვეტილება კი ასეთი იყო - საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა გაუქმებულიყო. თბილისთან ერთად აქციები ბათუმშიც მიმდინარეობდა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

საბჭოთა კავშირში შემავალი 15 ქვეყნიდან, გენერალური მდივნის გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველომ, სომხეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააპროტესტეს.

დღის ამბები