გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 14-16 აპრილს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-16 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.