ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 291 214 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 432 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 278 683-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3901 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 23 896, PCR ტესტით 11 967.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,03%, ბოლო 14 დღის 2,56%, ბოლო 7 დღის 2,67%.