დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება.
როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ რეკომენდაციები დაიცვას, რათა ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების წინაშე ხელახლა არ დადგეს.
გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ცდილობს მძიმე ლოქდაუნი ქვეყანაში აღარ იყოს.
"ყველა ვცდილობთ, რომ მძიმე ლოქდაუნი ქვეყანაში აღარ იყოს. ეს ძალიან მძიმე იქნება საზოგადოებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამიტომაც რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.
მესამე ტალღა გიდასტურებთ, რომ ქვეყანაში დაწყებულია, იმიტომ, რომ ჩვენ საყოველთაო გავრცელება გვაქვს. მხოლოდ ერთი დადებითობის მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ. აქ აუცილებელია თუ როგორი გაქვს დატვირთვა საავადმყოფოების, რეანიმაციული განყოფილებების, რესპირატორების - რამდენიმე ინდიკატორია.
ყველა რეგიონშია და ამიტომ მეტნაკლებად სადაც მეტია შემთხვევათა რაოდენობა თბილისი, სამეგრელო ზემო სვანეთი, აჭარა, თუმცა ყველა რეგიონში შედარებით წინა ორ კვირასთან, რომ ვნახავთ ინციდენტობის მაჩვენებლებს, ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.