წყნეთის ქუჩის კოლექტორთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს თბილისის წყალი.
კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მდინარე ვერეში დღეიდან კანალიზაციის წყლის ჩადინება აღარ მოხდება. მათი თქმით, სწორედ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ღია კოლექტორის ჩაშვება მოხდა მდინარე ვერეში, მინი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო.
კომპანიის წარმომადგენელთ განმარტებით, კოლექტორის მდინარეში ჩაშვების ფაქტს არ ქონია შეხება სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებთან.
მათივე თქმით, ამ სამუშაოების ჩატარება აქამდე იყო შეუძლებელი, რადგან პერიმეტრი სტიქიის შედეგად იყო ძალიან დაზიანებული.