20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს უფასო ჯანდაცვა," - პრემიერი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე

სერვისების ხელმისაწვდომობისა და დანახარჯების შესახებ კვლევაში, რომელიც ეხება საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას, საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის მოქალაქეებს მიერ იმ პროგრამით სარგებლობაზე, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში ფუნქციონირებს.

ამ წუთებში საკითხის გარშემო თბილისში კონფერენცია იმართება.

აღნიშნული კონფერენცია გახსნა საქართველოს პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა მოქალაქეების პირადი დანახარჯები ჯანდაცვის სისტემის სარგებლობისას.

პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ 3 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს ამ დორისთვის საყოველთაო დაზღვევის სისტემით.

„დღეს ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არის ყურადღების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს უფასო ჯანდაცვა. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის სექტორი დაფინანსება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით სერგეენკომ სიტყვით გამოსვლისა ისაუბრა კრიტიკაზე, რომელიც  რომელიც პროექტის მუშაობას მოყვა.

აღნიშნულ პრეს კონფერენციაზე იმყოფებიან მსოფლიო ბანკის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათ საკუთარი სიტყვა დაიწყეს სამძიმრით, იმ მოვლენების გამო, რომელიც 13 ივნისის სტიქიას მოყვა.

„ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს შესანიშნავ მიღწევებს, რომელიც ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამისთვის განხორციელდა. საქართველოს მაჩვენა, რომ შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და სირთულეების ძალიან მოკლე პერიოდში დაძლევა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორმა ჰანს კლუგემ.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის ჰენრი კერალის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

დღის ამბები