03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
აფეთქებას კანადაში 5 ადამიანის დაშავება მოჰყვა

კანადაში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უბედური შემთხვევა ონტარიოს რეგიონში, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა.

აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ–ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

აფეთქების შემდეგ ადგილზე ხანძარიც გაჩნდა, რომელიც სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა მალევე ჩააქრეს.

გამოძიება აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

დღის ამბები