20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ნოდარ ხადური რომან გოცირიძეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

„ბატონი რომან გოცირიძე აკეთებს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს, ისეთივე განცხადებებს, როგორც მართავდა საქართველოს ეკონომიკას კუპონის დროს,“ - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური რომან გოცირიძის განცხადებებს ეხმაურება და ექსპერტს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სამინისტროებში და უწყებებში ნამდვილად შემცირდა.

მისივე თქმით, სტიქიის გამო, თანხების მიმართვა სტიქიურ უბედურებზე ხდება.

„როგორ იქცეოდა გოცირიძე, როდესაც ვიცე-პრემიერი იყო, ან თუნდაც როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მეც ძალიან კარგად მახსოვს და საქართველოს მოსახლეობასაც და გაცვლით კურსზე მაშინ ენერვიულა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები