19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მინისტრი ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილი უნდა გახდეს მაგალითი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ,

"მე მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა გოგოების, სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი თუ როგორ მოიქცევა ის ამიერიდან და დადებს თუ არ იმ ინფორმაციას, რაც მას რა თქმა უნდა აქვს, რომ სხვა მაინც გადაარჩინოს და სხვა მაინც იყოს დაცული," - განაცხადა თეა წულიკიანმა. ის მიმართავს მსახიობ ბესო ზანგურსაც და მოუწოდებს დატოვოს რუსთაველის თეატრი, რადგან თავად მინისტრს ამის გაკეთების ბერკეტი არ აქვს.

დღის ამბები