"მის თინეიჯერ პლანეტა 2015-ის" გამარჯვებული ქართველი მონაწილე გახდა. ბულგარეთში გამართულ სილამაზის კონკურსზე სააგენტო ”კატრინის” მოდელებმა პირველი და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
კონკურსში 55-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მომდევნო წელს "მის თინეიჯერ პლანეტი" საქართველოში გაიმართება. კონკურსის ფარგლებში საქართველოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრება.