20 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"ვერეს" ხეობაში კანალიზაციამ ხვალიდან აღარ უნდა იდინოს

ვერეს ხეობაში კანალიზაციამ ხვალიდან აღარ უნდა იდინოს. წყნეთის ქუჩის კოლექტორის აღდგენა ამ ეტაპზე არ ხდება, თუმცა თბილისის წყლის განცხადებით, პრობლემას მინიგამწმენდი მოწყობილობაც მოაგვარებს. სამუშაოები კომპანიამ დღეს დილით დაიწყო.

წყნეთის ქუჩაზე უკვე დაწყებულია მინიგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

რაც შეეხებია იმას, თუ რატომ მოხდა თავიდანვე ღია კოლექტორის ჩაშვება მდინარეში, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტიქიის პირველ დღეებში სხვა საშუალება არ იყო.

როგორც ისინი აცხადებენ, საკანალიზაციო სისტემა არ გადიოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მუშაობდნენ მოხალისეები. თუ რატომ არ მოხდა მოხალისეების ინფორმირება, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ქონდა ყველა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კრიზისების მართვის საბჭოს.

„ჩვენ შევძელით, რომ დღე ნახევარში, საკმაოდ შრომატევადი სარისკო სამუშაოები ჩავატარეთ, და ჩავდეთ დროებითი მაგისტრალი,“ - განაცხადა კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის პირველი მოადგილემ ომარ იმნაძემ.

მისი თქმით, მოხალისეები საკმაოდ დაშორებით მუშაობდნენ. მანვე აღნიშნა, რომ მდინარე „ვერეს“ შემოწმება პერიოდულად ხდებოდა და ის ყოფილა მომწამვლელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები