საკანლიზაციო კოლექტორის მდინარე „ვერეში“ ჩადინებასთან დაკავშირებით, შეფასებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთა განმარტებით, დაუშვებელია მდინარეში ღია კოლექტორის ჩაშვება.
ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ის რომ ინფომრაცია არ ქონდათ, სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეებს, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ უწყებას, რომელიც სტიქიის აღმოფხვრის სამუშაოებში იყო ჩართული.
„ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, თუნდაც დროებით ჩაშვება. კანალიზაციის პირდაპირი მიშვება მდინარეზე, არის აკრძალული ჩვენი კანონმდებლობით,“ - განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების» თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი არის არა კომპანიის ვალდებულება ან რომელიმე კერო პირის, არამედ უშუალოდ სახელმწიფოსი.