20 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მერიაში ახალი გზის პროექტებზე მსჯელობენ

თბილისის მერიაში ამ წუთებში ვერეს ხეობის მომავალზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფს გრძელვადიანი გეგმარების პროექტებს რამდენიმე დარგის სპეციალისტი წარუდგენს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ახალი გზის აღდგენითი სამუშაოების  მას შემდეგ დაიწყება, რაც გაიწმინდება მიმდებარე ტერიტორია. ქალაქის მერმა კი გზის აღდგენის მთავარ პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება.

„მოვიწვიოთ ყველა შესაბამისი სპეციალისტი, რათა ვერეს ხეობის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, როგორ გავხადოთ  უფრო უსაფრთხო როგორც მოსახლეობისთვის ასევე ტრანსპორტისთვის დედაქალაქისთვის. ერთის მხრივ მოძრაობაც თავისუფლად იყოს შესაძლებელი და მეორეს მხრივ თავიდან ავიცილოთ რისკები მომავალში შესაძლო წყალმოვარდნის შემთხვევაში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა კონკრეტული პროექტები განიხილეს ქალაქის მერთან დახურულ შეხვედრაზე. 

 
დღის ამბები