20 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
პროტესტი ერევანში-დემონსტრანტები აქციაზე სიმბოლურად წყლის პისტოლეტებით მივიდნენ

ერევნის ქუჩებში გამოსული ხალხის მოთხოვნები უცვლელია. დემონატრანტები დღესაც თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ. იმის საჩვენებლად რომ არც წყლის ჭავლის ეშინიათ ახალგაზრდები, დღეს ქუჩებში წყლის პისტოლეტებით გამოვიდნენ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებისთვის უცნობია როდის უპასუხებს დემონსტრანტების მოთხოვნებს პრეზიდენტი, რომელიც აქტივისტებს შეხვედრას ორი დღის განმავლობაში სთავაზობდა.

სერჟ სარქისიანი რამდენიმე საათში  ვიზიტით ევროპაში მიემგზავრება.

ავტორი:დავით კაკულია

ამავე თემაზე
დღის ამბები