19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
თუ გასაღებს, ქოლგას ან სხვა ნივთებს ხშირად კარგავთ - Apple–მა ახალი მოწყობილობა წარადგინა, რომელიც დაკარგულ ნივთებს გაპოვნინებთ

Apple–მა ახალი მოწყობილობა, AirTag-ი წარმოადგინა, რომელიც Apple–ის Find My აპლიკაციის საშუალებით ნივთების პოვნის საშუალებას იძლევა. 

AirTag დაგეხმარებათ დაკარგული ნივთის პოვნაში, ამას კი, ახალი აქსესუარი, ადგილმდებარეობის და პირადი მონაცემების ანონიმურობის დაცვით განახორციელებს.

თითოეული მრგვალი AirTag არის მსუბუქი, უჟანგავი ფოლადით დამზადებული, წყლისა და მტვრის მიმართ მდგრადი. ჩამონტაჟებული დინამიკი გამოსცემს ხმებს და ეხმარება AirTag-ს დაადგინოს დაკარგული ნივთის ადგილმდებარეობა, ხოლო აქსესუარის მოსახსნელი გადასაფარებელი მომხმარებლებს უადვილებს ბატარეის გამოცვლას.

მოხმარება მარტივი წესებით ხდება - უბრალოდ მიუახლოვეთ AirTag-ი iPhone-ს და მოწყობილობები ერთმანეთს დაუკავშირდება.

 

"აღფრთოვანებული ვართ, რომ iPhone-ის მომხმარებლებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობა AirTag- ის დანერგვით, Find My ქსელის გამოყენებით, რათა დაეხმაროს მათ თვალყური ადევნონ და იპოვნონ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი საგნები”, - განაცხადა Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა კაიან დრანსმა.

მისივე თქმით, "AirTag თავისი დიზაინის, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მახასიათებლების ჩათვლით, iPhone-ის მომხმარებელს მრავალფეროვნების გაზრდის საშუალებას მისცემს.”

AirTag– ის შეძენა 30 აპრილიდან იქნება შესაძლებელი, ფასი კი 29-დან 99 აშშ დოლარამდე განისაზღვრება. 

დღის ამბები