აქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით - ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არიან შეკრებილები.
მანამდე იყო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, საიდანაც აქციის მონაწილეები ავტოკოლონებით რუსთავისკენ დაიძრნენ.
"ნიკა მელიას გათავისუფლება ნამდვილად ვერ მოხდება მისი ღირსების შემლახავი ფაქტით. ამაზე არაერთხელ ისაუბრა ნიკამ და არც ურჩევს ვინმეს, რომ მის ნაცვლად გირაო გადაიხადოს, თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, კრიზისი უნდა განიმუხტოს და საქართველოს ხელისუფლებას თუ ეყოფა გონი, რისიც ნაკლებად მჯერა მე, მათ აქვთ ბერკეტები იმის, რომ როგორც ჩაკეტეს ნიკა მელია, ისე გაუღონ კარები," - განაცხადა ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ.
ამ წუთებში ნიკა მელიასთან შესახვედრად მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი შევიდა.