რა გეგმები აქვს ხელისუფლებას პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს, სარესტორნო ბიზნესის მიმართ - საკითხზე სასაუბროდ რესტორატორები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიდიან.
ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. რესტორატორების განცხადებით, ტურისტული სეზონის წინ სამომავლო გეგმის შემუშავება აუცილებელია.