დაკარგული სამი ადამიანის მოსაძებნად მაშველებმა მტკვრის შემოწმება დაიწყეს. სამუშაოები დაგეგმილია მდინარის მთელ პერიმეტრზე. შესაბამისი თხოვნით თბილისმა აზერბაიჯანულ მხარესაც მიმართა.
ზოოპარკში კი სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დრომდე გასაწმენდი რჩება ვოლიერების 20 პროცენტი. ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება ვეფხვი. ზოლიან აფთარს მაშველებმა გუშინ მიაგნეს. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.