პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში დღეს არც ერთი თავისუფალი საწოლი არ არის.
ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო 2 კვირაა, კლინიკაში თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია. დღეისათვის, ფაქტობრივად, არც ერთი საწოლი არ გვაქვს თავისუფალი არც რეანიმაციაში, არც ინტენსიურ თერაპიაში და არც თერაპიულ განყოფილებაში," - განაცხადა ლევან რატიანმა.