03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა"-ოთარ დანელია iPhone 6-ის ყიდვას გამოეხმაურა

„ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, სამინსიტროები ყიდულობენ როგორც მანქანებს, ლეპტოპებს ისე ტელეფონებს“, -ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება iPhone 6 –ის ბიუჯეტის ფულით შეძენის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

რამდენიმედღიანი აჟიოტაჟის შემდეგ პირველ სატელევიზიო კომენტარში ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ თემის ესკალაცია ხელოვნურად განხორციელდა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს კონკრეტული ინტერესების გამო მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელიამ ბიუჯეტის ფულით iPhone 6 შეიძინა, რასაც საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ კი მან ტელეფონის ღირებულება, 1 700 ლარზე მეტი   პირადი ანგარიშიდან დაფარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები