04 სექტემბერი 2026,   22:34
ვრცლად
პროკურატურა ვალდებულია სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართოს - ენმ-ის თავმჯდომარესთან ადვოკატი შევიდა​

რამდენიმე წუთის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, მისი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი შევიდა.

ციხესთან ადვოკატმა ისაუბრა მელიას გათავისუფლების გზებზე და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია როგორც ამნისტია, ასევე გირაო.

"პროკურატურას აქვს უამრავი ინსტრუმენტი. მით უმეტეს, ნიკა მელიას ქეისი აღიარებულია, როგორც პოლიტიკური აღქმის მქონე სისხლის სამართლის საქმე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინსტრუმენტი, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, პროკურატურას, რომ მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან,"- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები