რამდენიმე წუთის წინ მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით ამ დროისთვის მაშველები ცხედრის ამოსაყვანად ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
უცნობია მამაკაცის ვინაობა, არც ის არის ცნობილი ითვლებოდა თუ არა ის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკარგულად.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ცხედარი მშვიდობის ხიდთან აღმოაჩინეს.