03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
Biletebi.ge-ს UEFA-ს მიერ მიცემული ვადა ამოეწურა - ვინ გაყიდის ბილეთებს?

UEFA-ს მიერ მიცემული ვადა Biletebi.ge-ს ამოეწურა, ამ წუთებში კი ფეხბურთის ფედერაციაში შეხვედრა იწყება, რომლის დასრულების შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა ფორმით გაიყიდება სუპერთასის ბილეთები. 

"კურიერი" Biletebi.ge-ს ტექნიკურ დირექტორს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საიტზე დამონტაჟდა ე.წ. რიგის სისტემა, რომელიც მომხმარებლებს რიგში აყენებს და ბილეთების შესაძენად ეტაპობრივად ანაწილებს, თუმცა იმუშავებს თუ არა ეს პრინციპი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. 

ქართული ინტერნეტმაღაზიის ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ Biletebi.ge-ს რეკომენდაცია UEFA-სთან საფეხბურთო კლუბმა "დინამომ" გაუწია. 

"ჩვენი კონტრაქტორი არის "დინამო," რომელმაც UEFA-სთან რეკომენდაცია გაგვიწია,"- აცხადებს გიორგი ჩხიკვიშვილი. 

ჩხიკვიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ საფეხბურთო კლუბ "დინამოში" სადაც განმარტეს, რომ მათ Biletebi.ge-სთვის რეკომენდაცია არ გაუწევიათ.

 

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები