"ფეხბურთის ფედერაცია არ იყო ამ პროცესებში ჩართული,"- ეს განცხადება არჩილ არველაძემ "კურიერთან" საუბრისას გააკეთა. არველაძის განცხადებით სუპერთასის ბილეთების შესახებ მოლაპრაკებები Biletebi.ge-სა და UEFA-ს შორის მიმდინარეობდა.
"ამ პროცესში ფეხბურთის ფედერაციის ბრალი რამე, რომ ყოფილიყო UEFA 10-მდე განცხადებას გაავრცელებდა და ფედერაციას პრობლემის მოგვარების დროულ გზებს მოსთხოვდა,"- აცხადებს არველაძე.
არჩილ არველაძის განცხადებით სუპერთასის ბილეთების ინტერნეტით გაყიდვის იდეა UEFA-ს ეკუთვნოდა და კომპანიაც თავად შეარჩიეს.
"არსებობდა იდეა, რომ ბილეთები სალაროებში გაყიდულიყო, მაგრამ ასეთ თამაშებზე UEFA-ს სხვა შეხედულებები და მიდგომები აქვს, შესაბამისად გადაწყდა, რომ ბილეთები ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით გაიყიდებოდა,"- აცხადებს არჩილ არველაძე.