20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
შს სამინისტროს მაღალჩინოსანი biletebi.ge-ს წილის მფლობელია - გენისპექციამ მოკვლევა დაიწყო

გავრცელებული ინფორმაცია, რომ biletebi.ge-ს 60%-იანი წილის მფლობელი შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით მიზანდარია დღეს biletebi.ge-ს 40%-იანი წილის მეპატრონემ და ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა დაადასტურა. ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ დირექტორის თანამდებობა დავით მიზანდარმა დატოვა, თუმცა არ დაუტოვებია კუთვნილი წილი. 

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყო შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით სპეციალისტები შეისწავლიან საქმეს და გაირკვევა მოხდა თუ არა კანონის დარღვევა. მინისტრის თქმით იმ შემთხვევაში თუ კანონი დაირღვა დამნაშავე პირები დაისჯებიან. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები