03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი თბილისობის დღესასწაულს დაესწრო

თბილისობის დღესასწაულზე ცოტა ხნის წინ მივიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებები დაათვალიერა და ევროპის მოედანზე ერისიონის კონცერტსაც დაესწრო. მარგველაშვილი ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათთან ფოტოები გადაიღო.

თბილისში თბილისობა უკვე მეორე დღეა აღინიშნება. მთელი ქალაქის მასშტაბით იმართება გამოფენები, კონცერტები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.თუმცა მოვლენათა ეპიცენტრი მაინც ძველი თბილისია.

სიონის სკვერში ჩაისა და თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს აქ მოვიდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი და თბილისის მერი დავით ნარმანია. გამოფენაზე ქართულ პროდუქციასთან ერთად უცხოური წარმოების ჩაი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოტანილი თაფლის ნიმუშებია გამოფენილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები