20 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ამოცნობილია-სტიქიის დროს დაკარგულებს ისევ ეძებენ

მშვიდობის ხიდთან მდინარემ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა, თუმცა ის იმ სამ დაკარგულთა შორის არ ირიცხება, ვისაც მე–12 დღეა ეძებენ.

33 წლის ბექა ბუთურიშვილს ოჯახის წევრები 14 ივნისის ღამის პირველის ნახევრიდან უშედეგოდ ეძებენ.

ის სტიქიის დროს, ვაკე–საბურთალოს ე.წ. ახალ გზაზე საკუთარი ავტომობილით სახლში ბრუნდებოდა. მოვარდნილმა წყალმა ბექა მანქანიანად გაიტაცა. მეორე დღეს მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ცარიელი მანქანა ვერეს კალაპოტში იპოვეს.

ბექა ბუთურიშვილის გარდა, მე-12 დღეა უშედეგოდ ეძებენ სერგო კაპანაძეს და სულიკო ნოზაძეს. ბექა ბუთურიშვილის მსგავსად, სტიქიის ღამეს წყლის ნაკადმა ისინიც ვაკე–საბურთალოს გზიდან გაიტაცა.

დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოები მტკვრის კალაპოტშიც დაიწყო.

მაშველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დაკარგულები წყალს მდინარის შეგუბების ან მორევის ადგილებში ჩაეტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მტკვარში სამუშაოები, ქვეყნის გარეთაც მიმდინარეობს.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები