20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
დევნილებისთვის განკუთვნილი შენობების სარეაბილიტაციოდ დახარჯული 10 მილიონ ლარზე მეტი და გაურემონტებელი საცხოვრებლები

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ლტოლვილთა სამინისტროსთვის გადაცემული გაურემონტებელი შენობების ნუსხა წარმოადგინა.

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით ფული კონტრაქტორ კომპანიებს ავანსად ჩაერიცხათ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა და ასეულობით დევნილი ოჯახი კუთვნილ ფართს დღემდე ელოდება.

ირმა ნადირაშვილი ლტოლვილთა სამინიტროში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობს და ყოფილ და მოქმედ მინისტრებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

ლტოლვილა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე ხელშეკრულების გაფორმებას და თანხების ჩარიცხვას ადასტურებს, თუმცა შეუსრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა შეუსრულებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობას კონტრაქტორ კომპანიებს აკისრებს.

გამოძიებას თანხების მითვისებასა და ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებს.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები