28 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტაში გუშინ მომხდარი დაჭრის ფაქტზ 32 წლის მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ახმეტაში ურთიერთშელაპარაკებისას 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ამავე თემაზე
დღის ამბები