19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. რურუას ციხის კართან ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი დღეს გამოსცა. 

შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. ოპოზიცია გიორგი რურუას შეწყალებას შეთანხმების პირველ შედეგად აფასებს.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს და იმავე წლის 20 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავად რურუა წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებდა.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები